29 ნოემბერს 19:30 საათზე სეპციალურად დიასპორაში მცხოვრები ქართველებისთვის განხორციელდება ექსკლუზიური ონლაინჩართვა.
“ამბავი ქიმიის ქმნისა – ვახტანგ VI, ანტონ I “- ონლაინექსკურსია და დისკუსია პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის – „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ მოსწავლეებისათვის.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზიდან ლექციას ნესტან ბაღაური და მანანა ღვინერია გაუძღვებიან.
“ონლაინშეხვედრის ფარგლებში ვახტანგ VI-ის, ანტონ I-ისა და დავით ბატონიშვილის დამსახურებების შესახებ მოვუთხრობთ 20-ზე მეტი ქვეყნას, კანადიდან დიდი ბრიტანეთით გასრულებული, პოტრუგალიიდან ინდონეზიის ჩათვლით და რაც მთავარია, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩართულ ახალგაზრდებს, მათი მშობლებს და პედაგოგებს. ისინი „გადაფურცლავენ“ ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, არითმეტიკის, პლანიმეტრიისა თუ გეომეტრიის სახელმძღვანელოებს. ეს კი მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტი იცოდნენ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ, მეტი გაუზიარონ თანატოლებსა და კოლეგებს უცხოეთში და, რაც მთავარია, ისინი უფრო მყარად და ამაყად იდგნენ ფეხზე, როგორც ჩვენი კულტურის ელჩები უცხოეთში”- ამბობენ დიაპორულ ორგანიზაციაში “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”