ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, COVID 19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება, მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან და საქართველოდან ნიდერლანდებში 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში გაიგზავნა.
„აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ჰოლანდიაში გაიგზავნა 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში, რომელთა პრეზენტაციაც მოხდა ქართული ღვინის იმპორტიორის, ქალბატონ მანა ოტმერის ორგანიზებით ჩატარებულ დეგუსტაციებზე ნოემბრის თვეში“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე.
ნიდერლანდებში ჯამში სამი პრეზენტაცია – დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ევროპის ღვინის სექტორიდან 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.