„მეტი დეველოპმენტის“ აქციები ჯანსაღ გარემოში ცხოვრების მსურველი ადამიანებისთვის ბოლო დროს ნამდვილ შესაძლებლობად იქცა.სექტემბრიდან კომპანიამ გაყიდვების საინტერესო ხაზი განავითარა, რომელსაც პირდაპირ ასე დაარქვა – „ძალიან მაგარი აქციების სერია“… და საინტერესო ის არის, რომ აქციების შინაარსი ამ სიტყვების შინაარსს მართლა იმეორებს.
„ძალიან მაგარი აქციების სერიის“ ფარგლებში, მომხმარებლებმა 3 შეთავაზებით უკვე ისარგებლეს. ამ შეთავაზებებს ყველასაგან ის გამოარჩევთ, რომ თითოეული მათგანი კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი და შესაბამისად, მათი ეფექტიანობაც გაცილებით მაღალია. აქციის გამოცხადებამდე „მეტი დეველოპმენტი“ ყოველთვის იკვლევს ბაზარს, რათა ზუსტად გამოკვეთოს საჭიროება და მომხმარებელს მეტი შესთავაზოს.
სანამ იმ აქციაზე მოგიყვებით, რომელიც კომპანიამ ახლა წამოიწყო, მოკლედ გასული 3 აქციის შესახებაც გეტყვით, რათა კომპანიის მიდგომებს გაეცნოთ და იცოდეთ, თუ ვის უკვეთავთ მომსახურებას და ანდობთ იმ ბინის მშენებლობას, რომელშიც თქვენ, თქვენს ოჯახთან ერთად, არაერთი წელი უნდა გაატაროთ.
პირველი აქცია იყო – „შემოგვთავაზე შენი ფასი“ – რომლის ფარგლებშიც, ადამიანები თავად მიმართავდნენ „მეტი დეველოპმენტს“, თუ რა ფასად სურდათ ბინის ყიდვა. ორმხრივი განხილვის შემდეგ კლიენტი და კომპანია, გადახდის ინდივიდუალური პირობების შერჩევით, სასურველ და ადეკვატურ ფასზე თანხმდებოდნენ, რომელიც არსებულ საბაზრო ფასთან მნიშვნელოვან სხვაობს იძლეოდა და მომხმარებელი ბინას სერიოზული ფასდაკლებით იძენდა. ეს აქცია გახმაურდა, რადგან სამშენებლო ბაზრისთვის საკმაოდ უცნაური იყო, თუმცა რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა.
მეორე „რთველის აქცია“ გახლდათ. ეს იყო შეთავაზება მეღვინეებისთვის, რომელიც, ასევე, ოპტიმალური და ამ კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული აღმოჩნდა. ამ აქციაში ჩართულებს საშუალება მისცეს, ბინის საფასური გადაიხადონ მხოლოდ შემოდგომაზე ანუ მაშინ, როდესაც მოსავალს აიღებენ და თავიანთი ნაშრომი ფინანსურ მოგებას მისცემთ. ამ მომხმარებლებმა გადაიხადეს სახლის ღირებულების ერთი მესამედი. დარჩენილ ორ მესამედს ისინი 2021 და 2022 წლის შემოდგომაზე გადაიხდიან. მოკლედ, თანხა 3 რთველზე გადანაწილდა.
https://www.youtube.com/watch?v=BneiepAkiVg&feature=youtu.be&fbclid=IwAR3eCixyinIjsQmNg_admP5s0-7oYykjjZUAiS7x2sZHoVDBQklgNNo-3hE&ab_channel=%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90
მესამე შეთავაზებას „სტუდენტური აქცია“ ერქვა და ეხებოდა „ეკოსითი სამგორის“ პატარა ბინებს, 1 ან 2 სტუდენტის საცხოვრებელი სივრცით. სტუდენტებს, რომლებსაც მშობლებმა „ეკოსითი სამგორში“ ბინა შეუძინეს, კომპანიისგან 1-წლიანი საუნივერსიტეტო სტიპენდია გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ „ეკოსითი კრწანისისა“ და „ეკოსითი სამგორის“ სახით, „მეტი დეველოპმენტი“ ქალაქის შუაგულში გამწვანებულ უბნებს ქმნის. მათი მშენებლობის კლასი მაღალია. მაგალითად, „ეკოსითი კრწანისი“ ბიზნესკლასის საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რაც, თავისთავად, რიგ უპირატესობებს გულისხმობს. კომპანია ეკოლოგიასა და გამწვანებაზეა ორიენტირებული. კომპლექსის ტერიტორია აღჭურვილი იქნება ბავშვების სათამაშო მოედნით, მიწისქვეშა პარკინგით, სადაც ელექტროტრანსპორტის დამტენი მოწყობილობები განთავსდება, ასევე, ველობილიკით, ფიტნესქსელ „ასპრიას“ ფილიალით, 24-საათიანი დაცვითა და კონსიერჟის მომსახურებით, ასევე, მთელ პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერებით. „ეკოსითი კრწანისი“ 20-სართულიანია. ბოლო 4 სართულზე ვერტიკალურად გამწვანებული პენტჰაუსები განლაგდება, სახურავზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, რაც, ფაქტობრივად, პენტჰაუსის მაცხოვრებლებისთვის სახურავზე გამწვანებული ეზოს არსებობას გულისხმობს.
რაც შეეხება უშუალოდ მასალებსა და შიდა სივრცეებს, მნიშვნელოვანია, რომ „მეტი დეველოპმენტი“ ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე მასალების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას. ჭერისა და იატაკის დათბუნებით, ასევე, ჰეკიმბორდის (თანამედროვე ეკომეგობრული ტექნოლოგია – ნატურალური მასალებისგან შექმნილი ბოჭკოვანი დაფები) გამოყენებით, საცხოვრებელ ბინებში 60%-იანი ენერგოეფექტურობა მიიღწევა, რაც მობინადრეს ყოველთვიურ კომუნალურ გადასახადებს მნიშვნელოვნად უმცირებს. ძალიან კომფორტული დეტალია მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციაც, რაც ბინაში სიწყნარესა და სიმყუდროვეს განაპირობებს. „ეკოსიითი კრწანისის“ მშენებლობა 2021 წლის მეორე ნახევარში სრულდება.
მსგავს შეთავაზებებსა და მთელ სამშენებლო პროცესს ენთუზიაზმით სავსე ათობით ადამიანი ჰქმნის, რასაც „მეტი დეველოპმენტის“ გუნდი ჰქვია. კომპანიის დამფუძნებლებსა თუ თანამშრომლებს უყვართ საქმე, რომელსაც აკეთებენ და ეს შედეგზეც აისახება. კომპანიის ბრენდზე დაყრდნობით თუ ვიტყვით, „მეტი დეველოპმენტი“ ის ადამიანები არიან, რომელთაც სურთ, უფრო და უფრო მეტი გააკეთონ. ეს მიზანია მათი მთავარი მამოძრავებელი.
საგულისხმოა ისიც, რომ „მეტი დეველოპმენტის“ ბინების გაყიდვის მაჩვენებელი, პანდემიის მიუხედავად, არ შემცირებულა. როგორც ჩანს, მაღალი ხარისხი, კარგი ადგილმდებარეობა, ინდივიდუალურად მორგებული გადახდის პირობები და ადეკვატური ფასი თავის საქმეს ყოველთვის აკეთებს.