სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელში, ტანძიაში, UNDP-ის ხელშეწყობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტურისტულ ინფრასტრუქტურას განვითარებას და ადგილობრივ მეწარმეობას შეუწყობს ხელს.
გაეროს განვითარების პროგრამა ამ პროექტს 60,000 ლარით დაეხმარება.
აღნიშნული მხარდაჭერა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADC) და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.