ბერძნულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „Maritime Economies“ საქართველოს სპეციალური ნომერი მიუძღვნა.
ჟურნალი „Maritime Economies“ 17 გვერდიანია და მასში არის სტატიები საქართველოს ისტორიაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ტრანსპორტზე.
გამოცემაში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის დავით დონდუას მისასალმებელი სიტყვაცაა გამოქვეყნებული. ელჩი საუბრობს როგორც საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შეფასებებზე.