„Avianews”-ის ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე, პირველი დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, კვირაში 3- ჯერ იფრენს. Turkish Airlines-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს აეროპორტ “სტამბოლიდან” ( IST ) განახორციელებს.
რეისები შემდეგი გრაფიკით შესრულდება:
სტამბოლი-თბილისი – ყოველ სამშაბათს, შაბათს და კვირას, ხოლო თბილისი-სტამბოლი კი – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, კვირას.
დღეისათვის Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 2- ჯერ ასრულებს რეისებს, საიდანაც ნაწილი მხოლოდ გამყვანია.