ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ (Georgian Airways) COVID-19-ის რეგულაციებისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ნოემბერში ფრენები შეამცირა.
22 ნოემბერი – თბილისი-ვენა-თბილისი – გაუქმებულია;
18, 25 ნოემბერი – თბილისი-ბერლინი-თბილისი – გაუქმებულია;
13, 20, 27 ნოემბერი – თბილისი-პარიზი-თბილისი – გაუქმებულია.
„დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა, ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ მეილებზე: info@georgian-airways.com , online@georgian-airways.com.
ბოდიშს გიხდით გამოწვეული დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.