ხორვატიის ქალაქ პორეჩეში, ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა 8 მოპოვებული მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. მესამე ადგილებზე ბაგრატ ნინიაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი გავიდნენ, ხოლო თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა. ლუკა მაისურაძე 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა. ონისე სანებლიძემ 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს, ხოლო +100 წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა ვერცხლის მედალი აიღო.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.