ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC Fight Night 181-ის ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ნახევრად მსუბუქ წონაში ჭიკაძემ ჯეიმი სიმონსს სძლია.
ბრძოლის დაწყებისთანავე ჭიკაძემ უპირატესობა მოიპოვა და ერთ-ერთ მომენტში, როდესაც ამერიკელი თმას ისწორებდა, სწორედ ამ დროს მიაყენა მეტოქეს „მიდლ-კიკი“, შემდეგ კი ეფექტური „მავაში“.
გიგა ჭიკაძემ UFC-ს ეგიდით გამართული ტურნირის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
სავარაუდოდ ჭიკაძე შემდეგ ბრძოლას დეკემბრის დასაწყისში გამართავს.