ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ბრიტანულმა კომპანიამ “Swril Wine Group” ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტურები ჩაატარა.
ღვინის ონლაინ ტურს “Swril Wine Group”-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა, რომელმაც ტურის მონაწილეებს საქართველო, მისი ტრადიციები, ღვინის კულტურა და ისტორია გააცნო.
ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის – „თბილღვინო”, „თელიანი ველი”, „მეღვინეობა ხარება”, „ლაგვინარი“, „დაქიშვილის საოჯახო მარანი” და „ორი მარანი” პროდუქციას.