ისრაელმა საქართველოს COVID-19-თან ბრძოლისთვის ნახევარი ტონა აღჭურვილობა გადასცა

ისრაელის საელჩომ და MASHAV- მა (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაახლოებით ნახევარი ტონა აღჭურვილობა გადასცეს.

„აღნიშნული ჟესტი არის ისრაელ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, იმ მრავალ ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან და ერთობლივ ლექციებსა და სემინარებთან ერთად, რომლებიც აქამდე განხორციელდა. 1992 წლიდან MASHAV-ის კურსებისა და ტრენინგების მონაწილე 1500-ზე მეტი პირი გახდა საქართველოდან და მათი დიდი ნაწილი საჯარო სექტორში, მათ შორის ჯანდაცვასა და დაავადებათა პრევენციის სფეროში მოღვაწეობენ.

ისრაელის საელჩო და MASHAV-ი მოხარულია, რომ გვერდში უდგას ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ კრიტიკულ ვითარებაში და მივესალმებით იმ მისაბაძ და მაღალ პროფესიონალიზმს, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი, ბატონი ამირან გამყრელიძე ამჟღავნებენ”, – ნათქვამია ისრაელის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.