სოციალური ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარი ძმის, ლადო კვაჭაძის მაგალითზე იმ მძიმე ვითარების შესახებ ყვება, რაც ქვეყანაში პანდემიის გამოა შექმნილი. ეკატერინე კვაჭაძე მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
“ეს ჩემი ძმაა. 112-ის თანამშრომელი ჩემი ძმა!
24 საათი უკეთია პირბადე და 24 საათი სპეციალური ტანსაცმელი აცვია გამოძახებებზე! და შენ წუწუნებ ან საერთოდ არ წუწუნებ და საერთოდ არ ატარებ პირბადეს, საჭირო სივრცეებშიც კი!
დღე-ღამეში უამრავი გამოძახება აქვთ და ამ უამრავში– ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული. შეუძლებელსაცაკეთებენ, წამით არ უწევთ დასვენება სასწრაფოს ექიმებს ! მხოლოდ მისამართიდან მისამართზე მისვლის პერიოდში, მანქანაში ისვენებენ!
ექიმებიც ინფიცირდებიან უკვე! და რომ ვწუწუნებთ, 112-ს ვერ ვუკავშირდებითო, ისაო ესაო… აი, შორს აღარ ვართ იმისგან, რომ საერთოდ ვეღარ მოგაკითხონ112-დან!
შენ, ვისაც არ გჯერა და საარჩევნოდ მოგონილი გგონია ეს ვირუსი! შენ, ვინც ღამის ცხოვრების აკრძალვის მერე, სახლის “ტუსოვკებზე” გადახვედი, ბოროტი ხარ!
შენი, ჩემი, სხვისი გაუფრთხილებლობის გამო, უდიდესი საფრთხის წინაშეა დღეს თქვენთვის თავდადებული მედ-პერსონალიც, რომლის სალანძღავად სიტყვებს არ იშურებთ ხოლმე.
თბილისი, აჭარა და საერთოდ მთლიანად საქართველოც საფრთხის წინაშეა! და შენ, ბოროტი ხარ! და შენ არც ცდილობ, რამე შეცვალო და გაუფრთხილდე შენს ქვეყანას და შენს ირგვლივ ადამიანებს! ღმერთს ვთხოვ, ყველა ექიმი დაიფაროს, რომ ისევ შეძლონ თქვენი გადარჩენა გადაუდებელ სიტუაციებში…