29 ოქტომბერს, ვენის საკონცერტო დარბაზ Musikverein-ში ავსტრიაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის, ავსტრიის კომპოზიტორთა კავშირის ახალგაზრდა წევრის, გიორგი კაჩინსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
საღამოზე ახალგაზრდა კომპოზიტორმა მსმენელს ახლად შექმნილი მუსიკალურ ნაწარმოებთა ციკლი -“Liederzyklus – Slawische Bilder” წარუდგინა, რომელიც ქართველმა ხელოვანებმა ქეთევან სეფაშვილმა (ფორტეპიანო), მადინა კარბელმა(სოპრანო), სანდრო სიდამონიძემ(ჩელისტი) და თემო ხარშილაძემ (ფლეიტა) შეასრულეს.
ღონისძიებას ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი, აგრეთვე, ვენაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.