Turkish Airlines ნოემბერში საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines ნოემბერში საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ავიაკომპანიის ფრენების განრიგი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნოემბრის ფრენების განრიგშიუკვე შეტანილია, საიდანაც ირკვევა, რომ Turkish Airlines ნოემბერში თურქეთსა და საქართველოს შორის 7 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, საიდანაც 4 ჩარტერულ რეისზე მგზავრებს ორივე მიმართულებაზე გადაიყვანს, ხოლო 3 ჩარტერულ რეისზე კი მგზავრებს, მხოლოდ ერთი, თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.  

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Turkish Airlines-ი​4-11-18 ნოემბერს დაგეგმილ რეისებზე მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოახდენს, ხოლო 7-14-21-28 ნოემბერს კი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლისმიმართულებაზე.

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines ​საქართველოსავიაბაზარზე რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ჩარტერული ავიარეისებითდაბრუნდა. ავიაკომპანიამ სექტემბერში სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სულ 6 ჩარტერული რეისი, ხოლო ოქტომბერში 7 ჩარტერული რეისი განახორციელა. სექტემბერსა და ოქტომბერში Turkish Airlines-ისმიერ განხორციელებული ყველა რეისი იყო გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრების გადაყვანას მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე ახდენდა.

avianews.ge