Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ონლაინ–ფორმატში 19–22 ნოემბერს გაიმართება

Hammock Magazine – ის ინფორმაციით, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ონლაინ–ფორმატში 19–22 ნოემბერს გაიმართება.

კვირეულში მონაწილეობისთვის შერჩეულია ოცი დიზაინერი, რომლებიც მსოფლიო აუდიტორიას თავიანთ ბოლო კოლექციებს შესთავაზებენ.

ონლაინ–პლატფორმა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარების დღეებში ნებისმიერი მსურველისთვის  იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-მა Georgia Fashion Foundation-თან თანამშრომლობით დააფუძნა Factory – Art & Culture Center, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის მთავარი ცენტრი გახდება.

ახალი სივრცე Coca-Cola-ს ყოფილ ფაბრიკაში მოეწყობა. ამ კონცეფციის მონაწილეები იქნებიან დიზაინერები, ფოტოგრაფები და მხატვრები. პროექტის მიზანია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის დახმარება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო დარგის გავლენიანი წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც ადგილობრივ ბრენდებს ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში განვითარებაში დაეხმარება. ამ საბჭოს წევრებს შორის არის ქართველი ცნობილი დიზაინერი David Koma (დავით კომახიძე).