2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები შეუძლიათ მოიძიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული რეესტრის მეშვეობით.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბანზე გამოცხადებისას ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა (ID ბარათი) ან პასპორტი.
ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანზე პირადად გამოცხადებით. დაუშვებელია ხმის მიცემა დისტანციურად ან მინდობილი პირის საშუალებით.
საარჩევნო უფლებებისა და არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს / საკონსულო დაწესებულებებს ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ონლაინ ჩათის საშუალებით – ცესკო-ს ონლაინ ჩათი ან სატელეფონო-საინფორმაციოცენტრის მეშვეობით შემდეგ ნომერზე: +995 32 2 51 00 51.