საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები წესდება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ სახლიდან მხოლოდ 1 საათით გავიდნენ და მაქსიმუმ 1 კილომეტრის რადიუსში გადაადგილდნენ.
გადაადგილებისთვის მოქალაქემ სპეციალურად შემუშავებული ფორმულარი უნდა შეავსოს, სადაც მიუთითებს შინიდან გასვლისა და შესვლის დროს. თუ სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსზე შორს წასვლა აუცილებელია [სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სამსახურში წასასვლელად და ა.შ.], პირმა უნდა მიუთითოს სპეციალურ აპლიკაციაში სად, რა მიზნით, რამდენი ხნით მიდის და როდის ბრუნდება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდა და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
ასევე, დაიკეტება უმაღლესი სასწავლებლები, რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები, ევროპის გარე საზღვრები.
მუშაობას კი განაგრძობენ, საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯებიდა ლიცეუმები. ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები, პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები, მუნიციპალური პარკები.
კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებს ქვეყნის ხელისუფლება ყოველ 15 დღეში ერთხელ გადახედავს.