ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინი ძალაში შევიდა ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
- არ იხურება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები. ისინი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაგრძობენ მუშაობას;
- მუშაობას განაგრძობენ ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები;
- იკეტება უმაღლესი სასწავლებლები;
- არ დაიხურება პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები;
- იხურება რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები;
- ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, უნდა გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;
- იქიდან გამომდინარე, რომ კვირას, 1 ნოემბერს სასკოლო არდადეგები სრულდება, რეგიონებს შორის გადაადგილება ორშაბათიდან შეიზღუდება;
- დაშვებული იქნება ვიზიტი მოხუცთა თავშესაფარში;
- არ იკეტება მუნიციპალური პარკები;
- მოქალაქეების გადაადგილება დაშვებული იქნება ერთი საათის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილიდან 1კმ-ის რადიუსში. ამისათვის, კვლავ დაგჭირდებათ შესაბამისი საბუთის შევსება;
- იხურება ევროპის გარე საზღვრები;
- ყოველ 15 დღეში ერთხელ მოხდება რეგულაციების გადახედვა.
განახლებულ ინფორმაციას თვალი ადევნეთ საელჩოს ფეისბუქ გვერდზე.