დღეიდან იაპონური მარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, Family Mart-მა, გაყიდვაში ქართული კერძის, შქმერულისსწრაფი მომზადების პაკეტები შეიტანა. აღსანიშნავია, რომ შქმერული Family Mart-ის16 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება. მის შეფუთვაზე კი აღნიშნულია, რომ შქმერული ქართული კერძია.
შქმერული იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს – მიმდინარე წელს ის ჯერ “იაპონიის ჰიტად ქცეული პროდუქტების” რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო შემდეგ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, “მაცუიას” მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით “მაცუიას” 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდა.