უკრაინაში თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პავილიონი გაიხსნა. ივანო-ფრანკივისკი პირველი ქალაქია, რომელმაც მოძრავ გამოფენას უმასპინძლა.
ივანო-ფრაკივისკიდან პავილიონი კიევში გადაინაცვლებს და ხვალ, 28 ოქტომბერს გაიხსნება: Павільйон Тбіліського Архітектурного Бієнале у Києві
პავილიონში შემდეგი პროექტების ხილვაა შესაძლებელი:
- Center for Spatial Technologies: Networked Homes (UA)
- KUMBIMA: The Collection of Thoughts (AL/DE)
- Poligonal: Queering Common Spaces (DE)
- EASA: We.City (UA)
- Aleksandra Zawistowska, Anna Nauwaldt, Stasia Budzisz: Dostroyka (PL)
- millonaliu: Earthmovers (NE)
პროექტი ხორციელდება Ukrainian Cultural Foundation და Creative Europe Foundation-ის მხარდაჭერით.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე არის არქიტექტურული ღონისძიება/ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე დაარსდა 2017 წელს ოთარ ნემსაძის, გიგი შუკაკიძის, თინათინ გურგენიძისა და ნათია კალანდარიშვილის მიერ.