რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში კანიონინგისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს.
კანიონინგი – ესაა კანიონების გადალახვა მცურავი საშულებების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით: კლდეზე ცოცვა, თოკით დაშვება, წყალში ხტომა, ცურვა და სხვა.
კანიონინგისთვის ინფრასტრუქტურა უჩხოს ხეობაში 12 კასკადოვან ჩანჩქერზე ეწყობა. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრ-ნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა ENPARD-ს ფარგლებში.