იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ემიგრანტებს უპრეცენდენტო პროექტს სთავაზობს.
“ქართული დიასპორა სტუმრად იაკობთან” ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტში ირლანდიაში, ნიდერლანდების სამეფოში, საბერძნეთში, ბელგიაში, შვეიცარიასა და თურქეთში არსებული საკვირაო სკოლებიც ჩაერთვებიან.
პროექტის ფარგლებში შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ონლაინ ფორმატში გაიმართება.