ბუდაპეშტში გამართულ „დიდი სლემის“ ტურნირზე, ქართველმა ძიუდოისტებმა ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა ბუდაპეშტში გამართულ „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ორივე სპორტსმენი +100 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
მატიაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს სძლია, ზაალიშვილმა კი ნიდერლანდების წარმომადგენელი იურ სპიკერსი დაამარცხა.
ბუდაპეშტში IJF-ის ეგიდით გამართულ ტურნირში 61 ქვეყნის 405 ძიუდოისტი ასპარეზობდა. გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ექვსი ძიუდოისტი გამოდიოდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა.