იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საღამოს საათებში, აღნიშნულ რეგიონებში გამოცხადებული კომენდანტის საათის გამო: ლაციოს რეგიონში: 24.00-5.00; ლომბარდიის რეგიონში:23.00-5.00; კამპანიის რეგიონში: 23.00-5.00 გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისა და მოტივაციის დროს:
- დადასტურებული სამუშაო საჭიროებები;
- აბსოლუტური გადაუდებლობა ან აუცილებლობა;
- ჯანმრთელობის მიზეზები.
შესაბამისად, „აღნიშნულ საათებში გადაადგილებისას, თან უნდა იქონიოთ სპეციალური ავტოსერთიფიკატი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ: https://www.interno.gov.it/…/modello_autodichiarazione_edit…
აღნიშნული მოდული, შემოწმებისას, თან აქვთ სამართალდამცავი ორგანების წარმომადგენლებსაც და შეგიძლიათ ადგილზეც შეავსოთ!
გაითვალისწინეთ, რომ მოტივაციის გარეშე გადაადგილების გამო დაგეკისრებათ ჯარიმა 400 დან 3000 ევრომდე!“ – ნათქვამია განცხადებაში.