საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ ლისაბონში ქართული საკვირაო სკოლა – „პატარა საქართველო პორტუგალიაში“ გაიხსნა. ქართველმა ბავშვებმა საკვირაო სკოლაში სწავლა უკვე დაიწყეს.
აღნიშნული სკოლა პირველი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებაა პორტუგალიის რესპუბლიკაში. საკვირაო სკოლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ 2020 წლის გამარჯვებულის – ია ბექაურის პროექტის ფარგლებში დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი პორტუგალიაში ქართული დიასპორის კონსოლიდაცია გახლავთ. საკვირაო სკოლა „პატარა საქართველო em Portugal“ ლისაბონში მოქმედი ასოციაციის – „ქართული სახლი პორტუგალიაში“ ფარგლებში იფუნქციონირებს.
სასწავლო პროცესი სკოლაში უკვე დაიწყო, სადაც ამჟამად, 20-ზე მეტი 6-დან 16 წლამდე მოზარდი ირიცხება. საკვირაო სკოლაში მათ შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ხელოვნება, აგრეთვე, დაეუფლონ ქართულ ცეკვას და სიმღერას.
საწყის ეტაპზე, ქართული საკვირაო სკოლა განთავსებული იქნება პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში.
სკოლის გახსნითიღონისძიებაც პორტუგალიაში საქართველოს საელჩოში შედგა, რომელსაც კონსულმა მარიამ ალფაიძემუმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დამფუძნებელი ია ბექაური და პედაგოგები, ასოციაციის – „ქართული სახლი პორტუგალიაში“ წევრები, ასევე, პორტუგალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.