საქართველოს აეროპორტების გაერთიანება COVID 19-ის შესახებ საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა.
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ქარტიის ხელმომწერები ევროპის წამყვანი აეროპორტები და ავიაკომპანიები არიან.
ქარტიის მიზანია შეიქმნას სპეციალური რეგულაციები, რომელიც COVID 19 პანდემიის პირობებში ევროპაში სატრანსპორტო სფეროს უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად აღდგენას გულისხმობს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივ აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო.
ქარტიის ხელმომწერი აეროპორტები და ავიაკომპანიები ვალდებულებას იღებენ დაიცვან COVID 19-ის პირობებში ფრენების უსაფრთხოება, ასევე უკუკავშირი მოახდინონ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA).“ – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.