ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ციფრულ ფორმატში გაიმართება.
17 ოქტომბერს Bookfest Digital-ის ფორმატში ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება ონლაინ–რეჟიმში.
ფილმში მონაწილეობენ ავტორები – ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე.
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.