საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 ოქტომბრიდან ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში ე.წ კომენდანტის საათი კვლავ ძალაში შევა. შეზღუდვის მიხედვით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აეკრძალებათ.
კომენდანტის საათი, რომელიც სულ მცირე 4 კვირა გაგრძელდება, იმოქმედებს შემდეგ ქალაქებსა და რეგიონებში:
- პარიზი და ილ დე ფრანსის რეგიონი,
- გრენობლი,
- ლილი,
- მარსელი,
- ლიონი,
- რუენი,
- ტულუზა,
- სენტ-ეტიენი,
- მონპელიე.