ქვევრის საერთაშორისო კონკურსზე წარდგენილმა „ქინძმარაულის მარანის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.
2019 წლის მოსავლის „კრახუნა“ 93 ქულით შეფასდა და ოქროს მედალი გადაეცა.
ვერცხლის მედალი ქინძმარაულის მარანის ქისს, კაბერნე-საფერავს, საფერავსა და ოცხანურ საფერეს ხვდა წილად.
ბრინჯაოს მედალი 3 ჯიშის ყურძნისგან დაყენებულ „სამი“-ს და 363 ქართული ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ „363“-ს გადაეცა.
კომპანია „ქინძმარაულის მარანი“ 2001 წელს დაარსდა. როგორც ცნობილია, საქართველოში ადგილობრივი ვაზის 500-მდე აბორიგენული ჯიში არსებობდა, აქედან 423 „ქინძმარაულის მარანის“ მიერაა მოძიებული და ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკოლექციო ვენახშია გაშენებული. ვენახები და საწარმო საქართველოს ისტორიული კუთხის – კახეთის შუაგულში მდებარეობს.