ტორონტოს ებრაული კინოფესტივალის წლევანდელი გამოშვება ონლაინ იმართება და მასში საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმი – „ანტონი“ მიიღებს მონაწილეობას.
ესაა ორი პატარა ბიჭის მეგობრობის ისტორია, რომელიც მათ გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე ძლიერია. ქართული კინოს ისტორიაში ზაზა ურუშაძე გამორჩეული რეჟისორია, რომლის ნამუშევრებმაც მაყურებლის სიყვარული და არაერთი საერთაშორისო ჯილდო – „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციები დაიმსახურა.
რეჟისორი 2019 წელს გარდაიცვალა.