10 ოქტომბერს საფრანგეთში, დაბა ლევილში ყოველწლიური, რიგით მე-18 ღონისძიება – “ქართულ-ფრანგული დღეები” გაიმართა. წელს, ღონისძიების მთავარი თემა ტრადიციული ცეკვა და ლევილური ქართულ-ფრანგული ქრონიკები იყო.
ვიდეობლოგის სტუმარი საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილია. ინტერვიუში აღნიშნულ ღონისძიებასთან ერთად, ის საუბრობს ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც.
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს დევნილმა მთავრობამ, ნოე ჟორდანიამ და მისი თანამებრძოლებმა, პარიზთან ახლოს მდებარე, პატარა დაბა ლევილს შეაფარეს თავი. მიწა და შატო შეიძინეს და ოჯახებთან ერთად იქვე დასახლდნენ. ნოე ჟორდანია თავის ანდერძში წერდა: „ლევილის მამული ნაყიდია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულით და წარმოადგენს საქართველოს სრულ საკუთრებას, გამომდინარე აქედან, არც ჩვენ და არც ჩვენს შთამომავლობას, არავითარი იურიდიული უფლება არ გვაქვს, მისი დასაკუთრების რაიმე პრეტენზია გვქონდეს… მამული უნდა გადაეცეს მის ნადვილ პატრონს საქართველოს, როდესაც ის გახდება სრულიად დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა“.
2016 წელს 25-წლიანი მოლაპარაკებების პროცესი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე დასრულდა და ტერიტორია მის კანონიერ მემკვიდრეს – ქართველ ხალხს დაუბრუნდა. ამის შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება…
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი