13 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის ბაღში წიგნის – „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი შედგენილია იოსებ (სოსო) ლებანიძისა და ნინო ლებანიძის მიერ.
ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი იოსებ (სოსო) ლებანიძე 1946 წლის 27 აგვისტოს დაიბადა. იგი ათეული წლების განმავლობაში გამომცემლობა „საქართველოს“ რედაქტორი იყო. შემდეგ, ოცი წელი, ემიგრაციაში იმყოფებოდა. როდესაც ემიგრაციიდან დაბრუნდა, ფიზიკური ტრავმა მიიღო. ამ პერიოდში ქართული ენის სახელმძღვანელო – „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ – დაწერა.
ეროვნული ბიბლიოთეკა დაინტერესებულ პირებს 13 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში, ეპიდემიასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით, უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა იქონიოთ პირადობის მოწმობა და გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეტყობინებით.
მოგვწერეთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
ტელ.: 595 300 441
ელ.ფოსტა: mchkonia@nplg.gov.ge