სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის მანძილზე კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სლოვაკეთის ტერიტორიაზე 2020 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება ახალი შეზღუდვები:
- კვლავ სავალდებულო ხდება დამცავი ნიღბის ტარება ქუჩებში. გამონაკლისია ტყეები და ბუნებაში არსებული სხვა დიდი სივრცეები, იმ შემთხვევაში თუკი ადამიანები იმყოფებიან ხუთმეტრიან დისტანციაზე ან ოჯახის წევრებთან ერთად.
- გაუქმდებ თავშეყრის ღონისძიებები. გამონაკლისი იქნება ქორწილი, ნათლობა და პანაშვიდები, რომლებიც შეზღუდვებით უნდა ჩატარდეს
- თავისუფლდება შეზღუდვისაგან ფეხბურთის, ყინულის ჰოკეის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ხელბურთის მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებები, თუმცა მატჩები ჩატარდება გულშემატკივრების გარეშე და სპორტსმენებს მოუწევთ PCR უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
- აიკრძალება ბარებისა და რესტორნების მომსახურება დახურულ სივრცეში.
- დაიხურება საცურაო აუზები, საუნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.
- შეიზღუდება მყიდველთა რაოდენობა მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში და დაიშვება ერთი ადამიანი 15 კვადრატულ მეტრზე. ძალაში რჩება არსებული წესები – დისტანციის დაცვა, ხელების სადეზინფექციო სითხით დამუშავება და ნიღბის ტარება.
- ხელახლა იქნება შემოღებული სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში სპეციალური სავაჭრო საათები 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. ეს დრო განსაზღვრული იქნება დილის 9 საათიდან 11 საათამდე.
- რაც შეეხება სასწავლო პროცესს, 12 ოქტომბრიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ საჯარო სკოლები.
- ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს სწავლას საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასები (მეხუთე კლასის ჩათვლით).
- ამასთან, სავალდებულო ხდება დამცავი ნიღბის ტარება დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლისთვის სკოლაში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე.
- საბავშვო ბაღებში ნიღბის ტარება არ არის სავალდებულო, თუმცა ხელისუფლება ურჩევს ბავშვებს და მათ მშობლებს ნიღბის ტარებას.
- ნიღბის ტარება ასევე არ მოეთხოვებათ სამ წლამდე ასაკის ბავშვებს.