ქუთაისში იმერეთის თეატრალური ფესტივალი დაიწყო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2020“ ღია სივრცეში, ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრის „მწვანე სცენაზე“ საზეიმოდ გაიხსნა.
„თეატრალური იმერეთი 2020“ 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სპექტაკლები დაიწყება 18:30 საათზე. დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობენ პროფესიონალური და სახალხო თეატრები ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, წყალტუბოდან, ჭიათურიდან, ტყიბულიდან, ხონიდან, საჩხერიდან, თერჯოლიდან, სამტრედიიდან, ვანიდან და ხარაგაულიდან.
ფესტივალი „თეატრალური იმერეთის“ მიზანია თეატრის პოპულარიზაცია, ახალი სახეების გამოვლენა, თეატრალური დასებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნა და პროფესიული ხარისხის გაზრდა.