ქართული ანიმაციური ფილმი „იგი“, რომლის რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა არის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმი 6-8 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ჟიურიმ გამარჯვებულები 28 ანიმაციური პროექტიდან ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.