დავით მაღრაძე „ვერცხლის დრაკონით” დაჯილდოვდა

ინგლისურმა ყოველწლიურმა გამოცემამ – Poetry on the lake – მა (პოეზია ტბაზე) იუნესკოს კომიტეტთან ერთად გამოცემის მთავარი პრიზით – “ვერცხლის დრაკონით” 2020 წელს, პოემისთვის – “ბარაქიანი მიწა” პოეტი დათო მაღრაძე დააჯილდოვა.

ინგლისური გამოცემის Poetry on the lake-ის და UNESCO- ს კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ორტა-სანჯულიოს კუნძულზე 10 ოქტომბერს შედგა.

პოეტი და მწერალი, წარსულში ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი დავით მაღრაძე  ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი. იგი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის – „თავისუფლების“ ტექსტის ავტორია.