გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN Young Professionals Program – YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში.
მონაწილე ქვეყნების სია ყოველ წელს იცვლება. 2015 წლის შემდეგ, გაეროს გადაწყვეტილებით, წელს საქართველო კვლავ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში.
ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: განაცხადის წარდგენა, ორ ეტაპიანიონლაინ გამოცდა და გასაუბრება. ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზა გამოიყენება გაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.
ონლაინ გამოცდები ჩატარდება მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი, ან გამოცდის საგნის შესაბამისი მინიმუმ 3-წლიანი აკადემიური ხარისხი. განმცხადებლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს და ის თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ და/ან ფრანგულ ენებს.
გაეროს საჭიროებიდან გამომდინარე, YPP გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ სხვადასხვა მიმართულებით. 2020 წლის საგამოცდო მიმართულებებია: მართვა და ადმინისტრირება; გლობალური კომუნიკაციები; პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები.
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს გაერო-ს დასაქმების პლატფორმის მეშვეობით: careers.un.org /inspira.un.org;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.