7 ოქტომბერს ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა ლიეტუვის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ელჩმა სტუდენტებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება. მან ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიეტუვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ.
საქართველოს ელჩმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თაობაზე, ასევე კონსულმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია საკონსულო მომსახურებების შესახებ, მათ შორის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასა და საარჩევნო პროცედურებზე.
ელჩმა სტუდენტებს ასევე მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.