ლევილის მერიის, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტისა და ასოციაცია “Foyer Géorgien-ის” ინიციატივით, 10 ოქტომბერს ყოველწლიური, რიგით მე-18 ღონისძიება – “ქართულ-ფრანგულიდღეები”. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართული ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები და ქართული ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია.
ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. 2016 წელს მამული საქართველოს გადაეცა.