2 ოქტომბერს ქალაქ შტუტგარტში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის ლევან იზორიას შეხვედრა ქართველ თანამემამულეებთან. ელჩის მისასალმებელი სიტყვის შემდგომ, შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრაზე განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის პრობლემური საკითხები, სამომავლო ერთობლივი გეგმები, აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერების და მსგავსი ფორმატით შეხვედრების აუცილებლობა.
შეხვედრის დაწყებამდე შტუტგარტში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი ნამჩევაძემდა ანა მეიფარიანმა შეკრებილებს მუსიკალური ნომერი შესთავაზეს.