ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა audiomack-ის ბაზაზე ელექტრონულად ატვირთა და საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის 4000-ზე მეტი აუდიომასალა.
audiomack.com-სგააჩნია საკუთარი აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია აუდიომასალების გადმოწერა და მობილურ ტელეფონში, ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე მოსმენა.
ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ერთ სივრცეში გაეცანოს როგორც საარქივო, ასევე თანამედროვე ანსამბლების ჩანაწერებს.