ქართული კინოს დიდი წარმატება ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალზე.
და კიდევ სამი მთავარი ჯილდო:
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა)
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა)
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი)
„საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი(მე) რეკორდი მოვხსენით. ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო, გილოცავ“, – ამბობს ია სუხიტაშვილი.
ფილმი “დასაწყისი” იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.