“აღმოაჩინე საქართველო”- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოკონკურსი დაიწყო 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ფოტოკონკურსს, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ ფოტოგრაფს წვლილი შეიტანოს ქვეყნის ტურისტული მიმართულებით გაძლიერებაში. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, პროექტი მნიშვნელოვანია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირებისათვის.

ფოტოკონკურსის კატეგორიები შემდეგნაირად განისაზღვრა:
სტუმარმასპინძლობა
ბუნება
გასტრონომია
კულტურული ძეგლები

ფოტოკონკურსში მონაწილეობა უფასოა. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა კი  20 ოქტომბერია.