გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის გადაწყვტილებით, პირებს, გერმანიის ტერიტორიაზე შესაბამისი ვიზით შემოსული პირებისთვის ქვეყნის დატოვებისთვის 30 სექტემბრამდე მიცემული ვადა აღარ გაგრძელდება.
დასაბუთებულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევებში ამ თარიღის გაგრძელება, რისთვისაც დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უცხოელთა სამსახურებს (Ausländerbehörde).
„ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეთათვის სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ 27 სექტემბრისთვის დანიშნულ იქნა დამატებითი ახალი რეისი მიმართულებით ბერლინი-თბილისი:
აღნიშნულ რეისს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.
ავიარეისზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანია „Georgian Airways”-ის ვებ-გვერდზე, ან გერმანიაში „Georgian Airways”*ის წარმომადგენლობაში ტელ.: +49 160 90627573. ბილეთის ფასი – 199 ევრო.“ – ნათქვამია განცხადებაში.