4 ოქტომბერს, კვირას, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში იწარმოებს განაცხადების მიღება საკონსულო მომსახურების მიღების მიზნით.
მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონულად, გვერდიდან www.geoconsul.gov.ge
აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველთათვის – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა საკონსულო აღრიცხვა 10 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ.