2020 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ელჩი საბერძნეთში , დავით დონდუა და საელჩოს უფროსი მრჩეველი, დეა მუმლაძე ეწვივნენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, მაია სააკაძის მაღაზია-სახელოსნოს MaiaArt-ს.
სახელოსნო ახლახანს გაიხსნა ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში და მყიდველებსა და დამთვალიერებლებს ხელნაკეთი აქსესუარების არაჩვეულებრივ კოლექციას წარმოუდგენს. სალონში თავმოყრილია სხვა ქართველი ხელოვანების ნაკეთობებიც, რაც საბერძნეთში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების დიზაინერებისა და ხელოვანების შემოქმედებით აქტიურობასა და დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხელოვანს მიწვევისთვის და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.