„ავია ნიუსის“ ინფორმაციით, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს აანონსებს. ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან კიევის გარდა ტრანზიტულ ფრენებსაც სთავაზობს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე ავიაბილეთების შეძენაც უკვე შესაძლებელია. FlyUIA ბილეთებს 2 ნოემბრიდან ყიდის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე შეზღუდვები 2020 წლის 21 მარტიდან აამოქმედა და არსებული შეზღუდვა 31 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.