იაპონურ ენაზე ქართული ფოლკლორის შესახებ სქელტანიანი ნარკვევი გამოიცა. ავტორი, კაე ჰისაოკა ამ წიგნით მკითხველს დაწვრილებით აცნობს ქართული ფოლკლორის ისტორიას და კულტურულიუნიკალურობას. ასევე, იმ მნიშვნელოვან პიროვნებებს, რომლებმაც ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
ნარკვევებს თან ერთვის ფოტოსურათები და აუდიო- და ვიდეომასალების ელექტრონული მისამართები, რათა მკითხველმა შეძლოს დეტალურად გაეცნოს და ისიამოვნოს ქართული ფოლკლორული მუსიკის შედევრებით.