დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ სულ მალე ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც “დასაწყისი” ფესტივალის მთავარი ჯილდოს – “ოქროს ნიჟარის” მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.