საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის მიერ გერმანიის ტერიტორიაზე შესაბამისი ვიზით შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ყოფნის ვადა გაგრძელდა 30 სექტემბრამდე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ 23 სექტემბრისთვის დაინიშნა დამატებითი ახალი რეისი ბერლინი-თბილისის მიმართულებით.
„აღნიშნულ რეისს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.
ავიარეისზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანია „Georgian Airways”-ის ვებ-გვერდზე, ან გერმანიაში „Georgian Airways” – ის წარმომადგენლობაში ტელ.: +49 160 90627573
ბილეთის ფასია – 199 ევრო.“ – ნათქვამია გერმანიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.